
ავტორი
Front News საქართველო
კოლეჯ “იბერიას” შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ წივწივაძე ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტები. განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.
სტუმრებმა ასევე კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს. სხვა სასწავლო სივრცეებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯის ბაზაზე არსებული ციფრული ინჟინერიის, რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებას.
მხარეებმა კოლეჯის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
კოლეჯი “იბერია” მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 17 საკვალიფიკაციო და ოცამდე მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამას ახორციელებს.
კოლეჯი ოპერირებს ქუთაისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
“იბერია” აქტიურად ცდილობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.
თაგები:
იბერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს