
ავტორი
Front News საქართველო
კოლეჯ “იბერიაში” ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
კოლეჯის ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის განცხადებით, წელს 17 პროფესიულ პროგრამაზე 300 სტუდენტი მიიღეს.
სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა მიულოცა.
“კოლეჯი “იბერია“ გამორჩეული პროფესიული სასწავლებელია ჩვენს ქვეყანაში. სტუდენტები აქ საუკეთესო გარემოში შეძლებენ სასურველი პროფესიების მაღალ დონეზე დაუფლებას. საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
საღამოს ესწრებოდნენ ასევე სხვა საპატიო სტუმრები, მათ შორის ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი.
თაგები:
იბერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს