
ავტორი
Front News საქართველო
23 თებერვალს, კოლეჯ “იბერიაში”, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასის თანამონაწილეობით ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას კოლეჯ “იბერიას” დირექტორი ირაკლი ავალიანი, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, კონფუცის კლასის ხელმძღვანელი გიორგი დათუაშვილი, ჰუალინგ ჯგუფის დირექტორი პენგლონგ მა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩინური ახალი წელი ასევე ცნობილია როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.
კონფუცის ინსტიტუტი/კლასი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ჩინური და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტები. კონფუცის ინსტიტუტი/კლასი მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისადმი.
კოლეჯ “იბერიაში” ფუნქციონირებს “კონფუცის კლასი”, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ. მიზანია შეიქმნას პლატფორმა ენობრივი განათლების, კულტურათშორისი სწავლების შესახებ და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის.
თაგები:
იბერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს