Logo

“კოლხეთი 1913”-მა მასპინძელი “გაგრა” 3:1 დაამარცხა

სპორტი
186
Frontnews image description

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ერთმანეთს “კოლხეთი 1913” და “გაგრა” დაუპირისპირდნენ . მატჩი კოლხების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მატჩი საწყისი წუთებიდანვე საინტერესოდ წარიმართა. მე-7 წუთზე ანგარიში “კოლხეთი 1913”-ის მოთამაშემ სანდრო ავალიანმა გახსნა.

მიუხედავად მცდელობებისა და ორივე გუნდის მხრიდან დიდი სურვილისა, მატჩის პირველ ნახევარში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა უფრო დიდი აქტიურობით გამოიჩინეს თავი, რის შედეგადაც უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა.

61-ე წუთზე გასული მეორე გოლი სტუმართა თავდამსხმელმა ნიკოლას კაპანაძემ გაიტანა. ამ გოლმა კარგი სათამაშო ფონი შეუქმნა კოლხეთის წარმომადგენლებს.

იყო ბევრი მწვავე მომენტი, როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის მხრიდან, თუმცა გოლი მხოლოდ 85-ე წუთზე გავიდა.

ამ გოლით სანდრო ავალიანმა დუბლი გაიფორმა და კიდევ ერთი ბურთით გაზარდა სხვაობა.

მატჩის 89-ე წუთზე მასპინძლებმაც შეძლეს ერთი გოლის გატანა. აღნიშნული გოლი ბრაზილიელი ნახევარმცველის ვანდერსონის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, “კოლხეთი 1913”-მა მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“გაგრა” ცხრილში მეექვსე ადგილზეა, ხოლო “კოლხეთი 1913” ბოლო ადგილს იკავებს.

შემდეგ შეხვედრაში “გაგრა” “დინამო თბილისს” 19:00 საათზე ესტუმრება. ხოლო “კოლხეთი 1913” 14:00 საათზე “იბერია 1999”-ს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.

Advertisement