Logo

“კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გადადება, რომელსაც ისედაც ვერ ატარებდნენ, ხალხს ვერ კრებდნენ”

საზოგადოება
1068
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარს და ტენდენციურს უწოდებს.

მდინარაძისვე თქმით, ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას ისედაც ვერ ატარებდა ხალხის სიმცირის გამო და, შესაბამისად, დემონსტრაციის გადადებაში კომპრომისს ვერ ხედავს.

"ორმაგი სტანდარტია: კომპრომისი არ ყოფილა თურმე საარჩევნო, ისტორიული რეფორმა. კომპრომისი არ ყოფილა თურმე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუკი ერთპროცენტიანი გადახრა იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ და კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გადადება, რომელსაც ისედაც ვერ ატარებდნენ. ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ვერ ატარებდნენ. იხმეს მეგობარი, ათქმევინეს, ფასილიტატორის როლს მე ვითამაშებო და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩისგან დამოუკიდებლად იტვირთა ფუნქცია. გამოდის ნაცმოძრაობის ოფისიდან ბრიფინგით. არანაირი კომპრომისი ეს არაა. რაც შეეხება მის მეგობრობას – ამ ადამიანს როცა ჰკითხეს, შეხვდა თუ არას სააკაშვილს, პასუხი არ გასცა და მეგობრებთან შეხვედრის უფლებაზე საუბრობდა. ამ ადამიანის ტენდენციურობა ნათლად გამოჩნდა", – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

თაგები:

Advertisement