Logo

კონსტანტინე ბუზალაძე - ჩვენს გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უბანი

რეგიონები
61
Frontnews image description

"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრებიც ესწრებოდნენ.

"ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჩვენს გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე.

გორი იქნება კიდევ უფრო მწვანე და მიმზიდველი!" - წერს ბუზალაძე.

თაგები:

გორი
Advertisement