კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევიდან 770 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 63, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 40, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ბოლო 24 საათში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 946, აჭარაში – 416, იმერეთში – 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 63, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში – 81, აჭარაში – 8, იმერეთში – 9. 706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 393 – თბილისში, 289 – აჭარაში. 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 239, ხოლო აჭარაში – ორი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 507 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 387 პირი, აჭარაში – 2 636, იმერეთში – 1 210.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს