Logo

კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევიდან 1 089 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1019
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 120, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 57, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 121, კახეთი – 60, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 462, აჭარაში – 513, იმერეთში – 420. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 867 პირი, მათ შორის, თბილისში – 446, აჭარაში – 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 122, აჭარაში – 11, იმერეთში – 11. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 – თბილისში, 326 – აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 605 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 794 პირი, აჭარაში – 2 522, იმერეთში – 893

თაგები:

Advertisement