Logo

კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევიდან 84 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1126
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 5, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  797, აჭარაში – 201, იმერეთში – 301. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი, მათ შორის, თბილისში – 149, აჭარაში – 32, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 161 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 227  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 13.

სულ  6 ოქტომბრიდან – 28 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 865 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 354 პირი, აჭარაში – 873, იმერეთში – 1020.

თაგები:

Advertisement