Logo

კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევიდან 887 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1624
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 222, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 073, აჭარაში – 486, იმერეთში – 893. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 36, იმერეთში – 27.

 

873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 214- აჭარაში.  20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები