კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევიდან 129 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 99, ხოლო აჭარაში – 81.
სულ 6 ოქტომბრიდან – 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 320 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 452 პირი, აჭარაში – 382, იმერეთში – 664.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს