Logo

კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევიდან 1 821 თბილისში გამოვლინდა, 460 – აჭარაში

საზოგადოება
408
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც: • 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 034, აჭარაში – 510, იმერეთში – 735.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277.

 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი,  მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.

 

• 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.

 

• 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები