Logo

კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევიდან 190 თბილისში გამოვლინდა, 67 – იმერეთში

საზოგადოება
470
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 26, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  727, აჭარაში – 155, იმერეთში – 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 20, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში- 4, იმერეთში – 12. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში.  1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 83, ხოლო აჭარაში – 27.

სულ  6 ოქტომბრიდან – 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 689 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 894 პირი, აჭარაში – 404, იმერეთში – 763.

თაგები:

Advertisement