Logo

კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევიდან 203 თბილისში გამოვლინდა, 64 – იმერეთში

საზოგადოება
409
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  800, აჭარაში – 177, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში – 143, აჭარაში – 29, იმერეთში – 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში.  2 342  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 15.

სულ  6 ოქტომბრიდან – 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 387 პირი, აჭარაში – 784, იმერეთში – 953.

თაგები:

Advertisement