Logo

კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისში დაფიქსირდა

საზოგადოება
31.01.2021 / 10:29
1363
Frontnews image description

 Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 309, აჭარაში – 199, იმერეთში – 506. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 49, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში- 2, იმერეთში – 14. 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 201 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.

თაგები:

Advertisement