კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევიდან 201 თბილისში გამოვლინდა, 101 – იმერეთში


ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 40, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, საიდანაც: 2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 41, იმერეთში – 125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 6, იმერეთში – 13. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 124 – თბილისში, 139 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 108, ხოლო აჭარაში – 52.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 776 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 421 პირი, აჭარაში – 665, იმერეთში – 1 330.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს