კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევიდან 227 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 44, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 078, აჭარაში – 188, იმერეთში – 463.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 45, იმერეთში – 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში- 6, იმერეთში – 16.
274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში.
2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 199, ხოლო აჭარაში – 174.
სულ 6 ოქტომბრიდან – 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 531 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 014 პირი, აჭარაში – 789, იმერეთში – 1 502", – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა