Logo

კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევიდან 319 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
743
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  792, აჭარაში – 221, იმერეთში – 277. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში – 2, იმერეთში – 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 – თბილისში, 59 – აჭარაში. 2 855  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, ხოლო აჭარაში – 16.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 598 პირი, აჭარაში – 1 095, იმერეთში – 1079.

თაგები:

Advertisement