Logo

კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევიდან 330 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
799
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 609  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 16. სულ  6 ოქტომბრიდან – 29 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 879 პირი.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 502 პირი, აჭარაში – 995, იმერეთში – 1036.

თაგები:

Advertisement