კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევიდან 340 თბილისში გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:
2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.
347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.
3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს