
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიზანია, საქართველო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ევროკავშირთან და შევინარჩუნოთ ჩვენი შესაძლებლობა ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა უბიძგებს ქვეყანას, რომ დაშორდეს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია.
"საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა პოლიტიკურ გამოხატვაზე უფრო მეტად უბიძგებს ქვეყანას, რომ დაშორდეს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია.
ჩვენი მიზანია, საქართველო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ევროკავშირთან და შევინარჩუნოთ ჩვენი შესაძლებლობა ევროკავშირის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მარტა კოსმა.
თაგები:
მარტა კოსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს