Logo

კრამატორსკის სადგურზე რუსეთის თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

უკრაინა
617
Frontnews image description

ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია.

 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკოს განცხადებით, 98 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

“98 ადამიანიდან, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 ბავშვია, 46 ქალი და 36 მამაკაცი. 12 ადამიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო 38 მოქალაქე თავდასხმის დროს, ადგილზევე დაიღუპა. რუსმა ოკუპანტებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე, რომელსაც სჩადიან ჩვენს მიწაზე”, – განაცხადა კირილენკომ.

 

მისივე თქმით, დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

 

რუსმა ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა მაშინ განახორციელეს, როდესაც სადგურზე 4 000-მდე ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადებოდა, მათი უმრავლესობა ქალები, ბავშვები და ხანზამულები იყვნენ.

Advertisement