
ავტორი
Front News საქართველო
სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს, ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ გვიანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ერთგვარი გზავნილი იქნება იმისა, რომ უნდა დასრულდეს ივანიშვილის პრორუსული მმართველობა.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც შეუძლია და გააკეთებს, ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სანქცირებაა. ძირითადი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მე ამაზე მაქვს დიდი ხანია, დებატები, დიდი ხანია, ამის დროა, მე არ ვიცი, ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ მოხდება, თუმცა ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ გვიანი იქნება. ეს არის ძირითადი ნაბიჯი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გადადგას.
ჩვენ დაგვისანქცირებია სხვა პიროვნებები, ჩვენ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები, დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები. მიმაჩნია, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ამას ექნება ზეგავლენა და გაგზავნის სიგნალს, რომ კმარა, ჩვენ აღარ გვინდა მისი ავტორიტარული, პრორუსული მმართველობა, რომელიც, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს, რომელიც პროდასავლური და პროდემოკრატიული რჩება”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
თაგები:
დევიდ კრამერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს