Logo

კრამერი – იმედი მაქვს, აშშ დამატებით ზომებს დააწესებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც ასე მოიქცეს

პოლიტიკა
1289
Frontnews image description

ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. კომენტარი, რომ აშშ  “გლობალური ომის პარტიაა”, არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს, შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6,5 მილიონის დახმარება გაუწია, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.

“კონფერენცია ემთხვევა “ენჯეოების” კანონპროექტის ამოქმედების ვადას. ისინი დარეგისტრირებას არ აპირებენ. საკითხავია, რას იზამს ახლა საქართველოს მთავრობა. არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამისი ნაბიჯებით უპასუხებს. იმედია, ისინი კანონს სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის მოსახდენად არ გამოიყენებენ. განსაკუთრებით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე. იმედი მაქვს, აშშ დამატებით ზომებს დააწესებს, იქნება ტარგეტირებული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები იმის წინააღმდეგ, ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი. ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მსგავს ზომებს მიიღებს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც ასე მოიქცეს. შეაჩერეს მოლაპარაკებების პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ასეთი ზომები არის საჭირო.  ეს ზომები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისინი განსაზღვრულია ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება.

მე მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. კომენტარი, რომ აშშ  “გლობალური ომის პარტიაა”, არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს, შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6,5 მილიონის დახმარება გაუწია”, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები