
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აუარესებს არსებულ სიტუაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საფრთხეს არ უქმნის მხოლოდ აშშ-სთან ურთიერთობას, ეს ასევე ხაზს უსვამს მთავრობის ქმედებას.
”სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისგან ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც არ ეხმარება არანაირად სიტუაციას. ასეთი განცხადებები გავიგეთ რობინ დანიგანის მიმართაც და მუდმივად იზრდება მსგავსი ტენდენცია. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აუარესებს არსებულ სიტუაციას.
ეს საფრთხეს არ უქმნის მხოლოდ აშშ-სთან ურთიერთობას, ეს ასევე ხაზს უსვამს მთავრობის ქმედებას, კონკრეტულად ირაკლი კობახიძის თუ პარლამენტის ან სხვა ოფიციალური წარმომადგენლების ქმედებას როგორც ჩვენ ვიხილეთ გასულ კვირას. ეს სხვადასხვა მიმართულებებით წარმოქმნის პრობლემებს, მაგალითად როგორიცაა LGBTQ თემის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება, ასევე საუბარი იყო რუსეთისათვის ბოდიშის მოხდაზე, რუსეთის მიერ ინიციირებული თავდასხმის გამო და ძალიან გრძელი სიაა მსგავსი განცხადებებისა“, – განაცხადა კრამერმა.
თაგები:
დევიდ კრამერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს