კრამონი – სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში

ავტორი
Front News საქართველო
რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
“რუსი “ტიტუშკები” მოქმედებენ. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც ვნახეთ უკრაინაში ანტი-მაიდანზე, რუსეთში და ასევე, ბელარუსში – სპეციალური (საპოლიციო) ძალები საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, მაგრამ ძალიან ბევრი ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
რუსთაველზე აქციის მონაწილეები ამ დრომდე იმყოფებიან. სპეცრაზმმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არიან დაკავებულები.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი




