კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართული ოცნების” და ოპოზიციის შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.
პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, სრულ გაურკვევლობაში დარჩებიან.
"არ მაქვს საფუძველი, რომ ან ოპტიმიზმით შევდიოდე და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ რა ვიცი, განსხვავებული დღეა იმით, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. ან დავთანხმდებით ან არა, გააჩნია რა იქნება. ან ასე იქნება, ან ისე. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება. თუ იქ იქნება პოლიტპატიომრები, არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ბარიერის დაწევა.
მგონია, რომ ამას ოპოზიცია ხელს მოაწერს. წითელი ხაზები რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკება არ იქნებოდა. მაგის გარეშე არაფერზე საუბარი არ იქნება. ხელახალ არჩევნებამდე მისვლა და პოლიტპატიმრების საკითხი… თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა.
სიტუაციის მთელი ტრაგიკულობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ სრულ გაუგებრობაში. ერთადერთი, რისი პროგნოზებიც შეიძლება, ის არის, რომ ჩვენ დავრჩებით გაურკვევლობაში და ამას მოჰყვება ბევრი ცუდი რამე. დანარჩენი, ვერავინ ვერაფერს თვლის ამ ქვეყანაში", – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს