Logo

“კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს”

საზოგადოება
734
Frontnews image description

ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

დანიელსონმა კომპრომისის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტარს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე, შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, ის ეფუძნება კომპრომისს და ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. შევხვდი ევროკავშირის ინსტიტუტების იმ წარმომადგებლებს, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოსთან ურთიერთობაში, მათ შორის პრეზიდენტ მიშელთან. ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

თაგები:

Advertisement