კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიმართა, სწავლის დასრულება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, სამხედრო სამედიცინო, პერსონალის, სამხედრო საინჟინრო და კავშირგაბმულობის კაპიტნის საკარიერო კურსები 70 მსმენელმა გაიარა. მათ შეისწავლეს ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში, რომლის ფარგლებში მანევრის მიმართულების მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში დაგეგმვის პროცესი განახორციელეს.
კურსის განმავლობაში ჩატარდა სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელშიც კაპიტნის კურსის და სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელები ერთობლივად მონაწილეობდნენ. მსმენელებმა სწავლების დაგეგმვის, მომზადებისა და აღსრულების ფაზებში აქტიურად გამოიყენეს ინტეგრირებული ტაქტიკური კომუნიკაციის პროგრამა – HC2Command.
კაპიტნის საკარიერო კურსი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. კურსი მსმენელებში ავითარებს სამეთაურო უნარ-ჩვევებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
თაგები:
კაპიტნის საკარიერო კურსები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს