კულება – ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ებრაელებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
“საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ზოგადად, ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება.
იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.
“ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – განაცხადა ლავროვმა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს