კულება – მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მესამე მსოფლიო ომის დაწყების “რეალურ საფრთხესთან” დაკავშირებით რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
კულებას შეფასებით, მოსკოვის რიტორიკა სხვა ქვეყნების დაშინების კიდევ ერთ მცდელობაა, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას იარაღით.
“რუსეთი კარგავს თავის ბოლო იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან გამომდინარეობს საუბარი მესამე მსოფლიო ომის “რეალურ” საფრთხეზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში თავის დამარცხებას გრძნობს”, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, „რათა ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს