კულება – უკრაინა ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პრეზიდენტ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ინიციატივას წარუდგენს.
“ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მასიური ნგრევის, ჩვენი ხალხისთვის მიყენებული სიკვდილისა და ტანჯვის და იმ ცნობების ფონზე, რომ ირანმა შესაძლოა, გააგრძელოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის, მე წარვუდგენ წინადადებას პრეზიდენტს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ”, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინას არასოდეს დაუფიქსირებია ანტიირანული პოზიცია.
“მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანი გახდა დანაშაულის მონაწილე, დღეს ჩვენ ძალიან მკაფიო და პატიოსანი პოზიცია დავიჭერთ. თუ ირანი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას რუსეთისთვის, ჩვენ ვისაუბრებთ ურთიერთობების აღდგენაზე”, – განაცხადა მინისტრმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს