კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება


ავტორი
Front News საქართველო
კულტურის კომიტეტთან, დარგში მრავალმხრივი რეფორმების განსახორციელებლად, საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
საბჭო უზრუნველყოფს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გაანალიზებას, მათი დაძლევის გზების, ახალი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების დასახვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე 30 ივლისს საკონსულტაციო საბჭოს მომავალ წევრებთან გაცნობით შეხვედრას გეგმავს.
თაგები:
