Logo

კუნძულ ზმეინიზე უკრაინელი სამხედროების იერიშის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გაააქტიურა

უკრაინა
1031
Frontnews image description

ზღვაზე დაფიქსირდა მტრის ფლოტის ძალების გააქტიურება, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გრძელდება, – ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „Південь“ ავრცელებს.

 

“ზღვაში დაფიქსირდა მტრის ფლოტის ძალების გააქტიურება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ზმეინიზე მორიგი დარტყმა მივაყენეთ, „რაპტორის“ ტიპის ჩქაროსნული კატარღებით, მტერი ცდილობდა ევაკუაციას და კუნძულზე დარჩენილი მისი დანაყოფების პერსონალის შევსებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ბატალიონის ცნობით, დანარჩენი გემები და წყალქვეშა ნავები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

თაგები:

ომირუსეთი
Advertisement