“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის მესამე შეხვედრაში ესპანურ “ბილბაოსთან” დამარცხდა

ავტორი
Front News საქართველო
29 ოქტომბერს “ქუთაისი 2010”-მა FIBA Europe cup-ის მესამე შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ესპანურ “ბილბაოს” დაუპირისპირდა და უშანსოდ, ანგარიშით 62:113 დამარცხდა.
შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
მატჩის საწყისი წუთებიდანვე იგრძნობოდა მეტოქის აშკარა უპირატესობა, პირველი პერიოდის ბოლოს ქუთაისი ესპანელებს 16 ქულით ჩამორჩებოდა.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა “ბილბაომ” პირველი ტაიმი სრული დომინაციით წარმართა და გასახდელში 34-ქულიანი უპირატესობით ჩავიდა.
მესამე და მეოთხე პერიოდით მსგავსი სცენარით წარიმართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობდნენ თამაშში ჩართვას, თუმცა ტაქტიკურმა გეგმამ არ იმუშავა, რაც მოწინააღმდეგეთა კარგმა მზადყოფნამ და რაღაც მხრივ, ფიზიკურმა უპირატესობამაც განაპირობა.
საბოლოო ანგარიშად ტაბლოზე 62:113 დაფიქსირდა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 21 ქულით სტუმართა შემადგენლობაში მყოფი ჯასტინ იავორსკი გახდა.
ქუთაისელები FIBA Europe cup-ის E ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. მათ სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივე მარცხით დაასრულეს.
“ქუთაისი 2010” ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას სტუმრად 4 ნოემბერს გამართავს, რომელიც ჩეხურ “BRNO”-სთან სთან საპასუხო მატჩი იქნება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
“ქუთაისი 2010”
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


