“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის მორიგ შეხვედრაში “პერისტერს” უმასპინძლებს

ავტორი
Front News საქართველო
12 ნოემბერს “ქუთაისი 2010” მესამე საშინაო მატჩს ბერძნული “პერისტერის” წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრას 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
ქუთაისელებმა უკვე ჩაატარეს ერთი შეხვედრა აღნიშნულ გუნდთან, რომელშიც 35-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. ახლა კი, გუნდი საპასუხო მატჩში მოგებას შეეცდება.
დღეის მდგომარეობით ქუთაისელები FIBA Europe cup-ის E ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან. მათ ოთხი შეხვედრა ჩაატარეს, რომლიდანაც სამში დამარცხდნენ და ერთში გამარჯვება მოიპოვეს.
თაგები:
“ქუთაისი 2010”
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


