Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

Frontnews image description

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), 2026-2027 აკადემიურ წელს, შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება. უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს KIU მრავალფეროვან, ევროპული ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

KIU-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებია:

მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ხორციელდება TUM-თან თანამშრომლობით);

ფიზიკა;

კომპიუტერული მეცნიერება (ხორციელდება TUM-თან თანამშრომლობით);

მენეჯმენტი (ხორციელდება TUM-თან თანამშრომლობით);

დიზაინი (ხორციელდება ფედერიკო ll-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);

ფსიქოლოგია (ხორციელდება ბამბერგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);

არქიტექტურა.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საყურადღებო ინფორმაცია: აპლიკანტმა უნდა გაიროს შემოქმედებითი ტური (სავალდებულოა), რომელიც ჩატარდება გასაუბრებისა და პორტფოლიოს განხილვის ფორმით. რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 15 მაისიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით იხილეთ შემოქმედებითი ტურის გზამკვლევი: https://www.kiu.edu.ge/uploads/pdf/___BA_Arch_AUD.pdf

KIU-ს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამებია:

ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი - FIM (ხორციელდება TUM-თან თანამშრომლობით);

ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა (პროგრამა შემუშავებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და „საქპატენტთან“ თანამშრომლობით);

ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ხორციელდება კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით).

KIU-ში სტუდენტებს დახვდებათ 163 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.

KIU-ს საბაკალავრო და სამაგისტროს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია - 197. 

2026-2027 აკადემიურ წელს, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ყველა პირველკურსელის სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ!

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა პროექტია. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს!" - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Advertisement
Advertisement 2
სიახლეები