
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, საქართველოს პროკურატურისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გამოცხადებულ ახალგაზრდულ პროექტებში, სტაჟირებისა და სხვადასხვა თემატურ კონკურსებში.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალური პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. საჯარო ლექციას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი გაუძღვა, თემაზე - „პროკურორის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის პროცესში და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები“. მან ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ვიზიტისას სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ულტრათანამედროვე კამპუსი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტის უნიკალურ აკადემიურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს