Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები დაიწყო

Frontnews image description

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) აბიტურიენტებისთვის პირველი ღია კარის დღე გამართა. შეხვედრას KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, სკოლების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ: პირადად გასაუბრებოდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს; მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ევროპული სტანდარტის საბაკალავრო პროგრამებზე; დაეთვალიერებინათ KIU-ს ულტრათანამედროვე კამპუსი, სადაც სტუმრებს, უშუალოდ, უნივერსიტეტის სტუდენტებმა უმასპინძლეს.

KIU მომდევნო ღია კარის დღეებს - 13, 20 და 27 მარტს გამართავს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და საერთაშორისო დონის საბაკალავრო პროგრამებით ხვდება. პროგრამების უმრავლესობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს დახვდებათ 163 ჰექტარზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა საუნივერსიტეტო ქალაქი -  თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო კორპუსებით, სრულად აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსითა და ახალგაზრდების განვითარებაზე მორგებული ინფრასტრუქტურით.

KIU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება (197).

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.


Advertisement
Advertisement 2
სიახლეები