Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

Frontnews image description

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უმასპინძლა.

სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ფუნქციებსა და განხორციელებულ პროექტებს.

სალექციო კურსის დასასრულს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მობილური ლაბორატორიის გამოყენებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარემოს რადიაციული ფონური მდგომარეობა  შეაფასეს და სტუდენტებმა ამ ლაბორატორიის მუშაობა პრაქტიკაში გამოცადეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი საკითხებისა და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ადგილზე გასცნობოდნენ იმ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც გარემოს რადიაციული მონიტორინგი ხორციელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები