ქუთაისის "ტორპედოს" და "თელავის” შეხვედრა 2:2 დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა თელავში, "კავკასიონი არენაზე", “ქუთაისის ტორპედოს” და “თელავს” შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩში მალევე მე-4 წუთზე გაიხსნა. ფელიპე პირესის გადაცემით “ტორპედოს” ნახევარმცველმა ალეკო ბასილაძემ სწრაფი გოლით სტუმრები დააწინაურა.
გოლის მომენტში მასპინძელთა მეკარის ლევან თანდილაშვილის დაზიანების გამო, იძულებითი ცვლილება განხორციელდა და თამაშში “თელავის” მეორე მეკარე, უკრაინელი ალექსეი შევჩენკო ჩაერთო.
მეკარის შეცვლიდან რამდენიმე წუთში, სტუმრებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის შეცდომის ხარჯზე მეორედ შეძლეს გოლის გატანა და უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს.
მალევე, მატჩის მე-16 წუთზე რატი მჭედლიშვილის ასისტით “თელავის” ნახევარმცველმა, ანდრია დევდარიანმა ეფექტური გოლი გაიტანა და ერთი გოლი გააბათილა.
თამაში უფრო აქტიური გახდა. იყო ბევრი მომენტი და მწვავე შეტევების განხორციელების მცდელობა, თუმცა გოლი არ გასულა, თუ არ ჩავთვლით 29-ე წუთზე ქუთაისელთა კარში ალეკო ანანიძის მიერ გატანილ სადებიუტო გოლს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
პირველი ნახევარი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები თელაველების აქტიურობით დაიწყო. ანგარიშის ფონზე ორივე გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა გოლის გატანას. 80-ე წუთზე ალეკო ანანიძემ სადებიუტო გოლი მაინც შემოგვთავაზა და ანგარიშიც გაათანაბრა, რამაც ქუთაისის მდგომარეობა დაამძიმა. ამას დაემატა ისიც, რომ 81-ე წუთზე “ტორპედოს” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვარლეიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქუთაისი ათი მოთამაშით დარჩა.
მატჩის ბოლო წუთები დრამატული აღმოჩნდა, შეხვედრაში მეორე წითელი ბარათი თელაველთა მოთამაშემ ანდრია დევდარიანმა მიიღო.
მატჩის ბოლო დამატებით წუთზე სტუმრებს საჯარიმო დარტყმა ჰქონდათ, თუმცა ვერ შეძლეს ამ საჯარიმოს გამოყენება.
აღნიშნული მატჩის შემდეგ “ტორპედო” მესამე ადგილს შეინარჩუნებს, "თელავი” კი ცხრილში მეცხრე ადგილზე იქნება.
მომდევნო, 31-ე ტურის შეხვედრას “თელავი” 2 ნოემბერს სტუმრად “დინამო თბილისის” წინააღმდეგ 18:00 საათზე გამართავს. ხოლო “ტორპედოს” 3 ნოემბერს, 19:00 საათზე გორის “დილა” უმასპინძლებს.
თაგები:
ტორპედო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


