ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ. ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ქვემო ქართლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს