Logo

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

სამართალი
115
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ "სადახლოს“ საავტომობილო ზონაში, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები