ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის 2004 წლიდან ძებნილი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ი.ა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
თაგები:
ძებნილი პირი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს