
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისთვის და თანხის მითვისებისთვის ძებნილი, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, რუსთავში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან შესახლებული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს