ლადო აფხაზავა – უკრაინის დასახმარებლად გავყიდე დედის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა, რომელიც ზვიად კორძაძემ იყიდა, თანხა დარიცხა, თუმცა ნივთები არ გაგვაგზავნინა

ავტორი
Front News საქართველო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ უკრაინელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასახმარებლად მისი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი ნივთები გასაყიდად გამოიტანა.
როგორც ლადო აფხაზავა აცხადებს, ნივთები გაიყიდა, თანხა ანგარიშზე დაურიცხეს, თუმცა ახალმა მფლობელმა ნივთები აღარ გააგზავნინა.
ლადო აფხაზავას თქმით, ნივთები ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიძინა.
“ნივთები გაიყიდა, ეს ნივთები იყიდა ბატონმა ზვიად კორძაძემ, თანხა ჩაგვირიცხა ანგარიშზე და ეს ნივთები აღარ გაგვაგზავნინა შემდეგ“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.
ცნობილმა მასწავლებელმა რელიქვიური ნივთები გასაყიდად გუშინ გამოიტანა.
“უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა. ალბათ, 2500 ლარი საკმარისია. დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია. დიდება უკრაინას”, — წერდა ლადო აფხაზავამ სოციალურ ქსელში.
თაგები:
ზვიად კორძაძე




