ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
28 და 35 წლის მამაკაცები “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს