ლაშა ბაქრაძე - დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ქართველებს არ დაუკარგავთ თავისუფლების სურვილი და სამართლიანობის გრძნობა


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ხალხი ბრძოლისთვის მზადაა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მომავლის ჩახშობას ცდილობს.
“ვფიქრობ, დღევანდელი დღე კარგი საფუძველია იმისთვის, რომ 26 მაისი ღირსეულად და გააზრებულად ჩავატაროთ. ეს თარიღი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა კითხვით ნიშნის ქვეშ დგება.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ხელისუფლება სუვერენიტეტზე საუბრობს, ვხედავთ რეალობას: ირღვევა ადამიანის უფლებები, თავისუფალ სიტყვას ემუქრება ცენზურა, საზოგადოებაზე მუდმივი ზეწოლაა, მაგრამ ხალხი არ ნებდება, საზოგადოება მზადაა ბრძოლისთვის.
დღევანდელი დღეც სწორედ ამ მზადყოფნის ნათელი მაგალითი იყო. მან აჩვენა, რომ ქართველებს არ დაუკარგავთ თავისუფლების სურვილი და სამართლიანობის გრძნობა.
ჩვენი დასავლელი მეგობრებიც ხედავენ, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის უფსკრული იზრდება. ისინი ხედავენ, რომ ხალხს უნდა უკეთესი მომავალი და სწორედ ამ მომავლის ჩახშობას ცდილობს ხელისუფლება. ამ რეაქციას დასავლეთი უპასუხოდ არ დატოვებს. თუმცა, მთავარი საქმე მაინც ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებს გვაკისრია.
ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გამოვიდეთ, ვიდგეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში აქცია-მსვლელობა - "ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია" გაიმართა.
თაგები:
ლაშა ბაქრაძე