Logo

ლაშა ბერიძე - უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ, ჩვენ გვინდა ყველა მოწმე მოვიდეს და დაიკითხოს

სამართალი
143
Frontnews image description

უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ, ჩვენ გვინდა ყველა მოწმე მოვიდეს და დაიკითხოს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამომძიებლის ჩვენება რომ ნახა, თავადაც მიუსჯიდა საკუთარ თავს მაქსიმალურ სასჯელს, მაგრამ სასამართლოში რომ მოვიდა გამომძიებელი, ვერავინ ამოიცნო და ვერავის დააბრალა ძალადობა.

"უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თავი დავიცვათ. წინა სხდომაზე პროკურორმა მთავარ მოწმედ მოიყვანა გამომძიებელი. მისი ჩვენება ვინმეს რომ ენახა, 6-დან 9 წლამდე კი არა, უფრო მეტი შეიძლებოდა, მოესაჯა ადამიანს, მაგრამ ისეთ კარგ მოწმეს, როგორიც ის გამომძიებელი იყო, დაცვის მხარე, ნორმალურ პირობებში ვერ ინატრებდა. 

კაცი გამოვიდა და თქვა: “ვიღაცებმა ღობე გადაანგრიეს და მათი ვიდეო არ ამოვიღე, გავაქრეო, არ ამოვიცანიო“ - ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენ გვაინტერესებს, იმავე სახის მოწმეები, რომ კითხვები დავუსვათ. იმ კაცმა დაადასტურა, ჩვენს სასარგებლოდ, რომ არ გააკეთა ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც ღობე გადაანგრიეს, არ ამოიღო ვიდეო კადრები, რომელიც ამას დაადასტურებდა და არ შეეცადა, რაიმე დამადასტურებელი გარემოება მოეძებნა. არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარა. ეს ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. ჩვენ გვინდა ყველა მოწმე მოვიდეს და დაიკითხოს. გამომძიებლის ჩვენება რომ ვნახე, საკუთარ თავს თავად მივუსჯიდი მაქსიმალურ სასჯელს. მაგრამ აქ რომ მოვიდა, ვერავინ ამოიცნო და ვერავის დააბრალა ძალადობა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები