ლაშა ივანაძე - კარგად ვარ, მხნედ ვარ, ერთადერთი, რაც ძალიან მტანჯავს ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ფიქრი, იბრძოლეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

ავტორი
Front News საქართველო
“კარგად ვარ, მხნედ ვარ, ერთადერთი, რაც ძალიან მტანჯავს ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ფიქრი და მათი ძალიან მონატრებაა. არ დანებდეთ, იბრძოლეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ამის გწამდეთ”, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ივანაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში.
“მოგესალმებით თავისუფლებისთვის მებრძოლი, პატიმრობაში მყოფი ლაშა ივანაძე. მე, როგორც მუსლიმი კაცი, ამაყად ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხუთჯვრიან დროშას. ყოველთვის ვიდგები ბრძოლის წინა ხაზზე თუ ეს ჩვენს სახელმწიფოს დასჭირდება ჩვენი, ჩემი შვილებისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, კი ვიმყოფებოდი აღნიშნულ ადგილას, მაგრამ არანაირ ძალადობას ადგილი ჩემი მხრიდან არ ჰქონია - არც ფიზიკური და არც სიტყვიერი, ეს კადრებშიც ჩანს. რაც შეეხება აქ როგორ ვარ? კარგად ვარ, მხნედ ვარ. ერთადერთი რაც ძალიან მტანჯავს ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ფიქრი და მათი ძალიან მონატრებაა, მათი მამამარჩენალი ხომ მე ვიყავი!
ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, რომ არ დამტოვეს მარტო. მადლობა ყველა მებრძოლს, რომ არ ნებდებიან და იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. განსაკუთრებული მადლობა “ნოდარის შაბათს” დაუღალავი შრომისთვის და ყველა ჟურნალისტს, ვინც მხარეს დგას.
არ დანებდეთ, იბრძოლეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ამის გწამდეთ.
ღმერთმა დალოცოს ყველა პატრიოტი და ღმერთმა დალოცოს საქართველო.
პატივისცემით გლდანის ციხე, საკანი 140 გლდანის 8 დაწესებულებაში მყოფი ლაშა ივანაძე", - აღნიშნულია წერილში.
თაგები:
ლაშა ივანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


